30 ნოემბერი 2021,   10:36
ვრცლად
გუშინ დავაფიქსირეთ ინფიცირებულთა რიცხვის ნახტომისებური ზრდა, რაც საგანგაშოა - ამირან გამყრელიძე

დაავადებათაა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, 24 საათის განმავლობაში 30 ინფიცირებულის გამოვლენა, რომელიც გუშინ დაფიქსირდა, საგანგაშოა.

გამყრელიძემ ხაზი გაუსვა, რომ COVID 19-ის ინფექციამ უკვე ყველა სოციალურ ფენაში შეაღწია და მთავარი იარაღი მისგან თავის დასაცავად სახლში დარჩენაა.

"გუშინდელი დღე იყო, როდესაც ჩვენ პირველი ე.წ. ნახტომი დავაფიქსირეთ, ანუ, გვქონდა ერთდროულად 30 ახალი შემთხვევა, რაც ძალიან საყურადღებოა და ვიტყოდი საგანგაშო, რადგან, ამ ხნის განმავლობაში ჩვენ 24 საათის მონაცემებით გვქონდა 5, 7, 10, ერთხელ დაფიქსირდა 18 შემთხვევა,  მაგრამ 30 უკვე ძალიან ბევრი მანიშნებელია. ეს 30, ძირთადად, არის 12 კლასტერში, ჯგუფში.

მოსახლეობაში უკვე იციან, ე.წ. ირანის, იტალიის, ეროვნული ბანკის, მარნეულის, ქობულეთის კლასტერები და ა.შ. გვყავს უკვე 10 ინფიცირებული მედიცინის მუშაკი და დღეს დაგვიდასტურდა, ასევე, სასულიერო პირის ინფიცირების პირველი შემთხვევა. ანუ, შემთხვევები გახლავთ ყველა სოციალურ ფენებში. მოგეხსენებათ, ვირუსმა არ იცის ვინ ვინ არის, ვინ რომელი პროფესიისა, ვინ ვისი შვილია, ვინ ვისი მამაა. მოგეხსენებათ, ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრი დაინფიცირდა და, ასევე, გვაქვს სამეფო ოჯახის დაინფიცირების შემთხვევები სხვადასხვა ქვეყნებში. ასე რომ, ვირუსი გლობალურად ცირკულირებს და ჯერჯერობით არ არსებობს მასთან რადიკალური ბრძოლის საშუალებები -  ვაქცინა და პრეპარატი, რომელიც უშუალოდ ვირუსზე მოქმედებს. ერთადერთი იარაღი გახლავთ ეპიდემიის შეკავება სოციალური დისტანცირების საშუალებით. ამაზე უკეთესი იარაღი, ამ ეტაპზე, არ არსებობს,"- განაცხადა ამირან გამტყრელიძემ.

დღის ამბები