30 ნოემბერი 2021,   10:59
ვრცლად
184 მოქალაქე ამსტერდამიდან საქართველოში სპეცრეისით დაბრუნდა

სპეცრეისით ამსტერდამიდან 184 მოქალაქე დაბრუნდა საქართველოში. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ორი საათის წინ დაეშვა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მგზავრებს შორის არიან ორსულები, მცირეწლოვნები და სხვადასხვა ქრონიკული დაავადების და განსაკუთრებულად მძიმე ფორმის დაავადებების მქონე პირები, რომელთა ჯანმრთელობას მგზავრობის დროს სპეცრეისის ბორტზე საგანგებოდ აღჭურვილი ქართველი ექიმების ჯგუფი მეთვალყურეობდა.

ამსტერდამიდან დაბრუნებული ყველა მგზავრი 14 დღიან სავალდებულო საკარანტინო პერიოდს გაივლის. ამ დროისთვის ჯამში 5866 მოქალაქეა ჩამოყვანილი. რეისები შესრულდა ბერლინიდან, ათენიდან, ვენიდან, ლონდონიდან, აშშ-დან და ლარნაკადან.

დღის ამბები