30 ნოემბერი 2021,   10:19
ვრცლად
COVID-19 ჭიათურაში - ინფიცირებული მამაკაცის დედას კორონავირუსი არ აღმოაჩნდა

ჭიათურაში, სოფელ ითხვისის მკვიდრი ინფიცირებული ახლგაზრდა მამაკაცის დედას კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. საშუალო ასაკის ქალი ტემპერატურით კლინიკაში გუშინ გადაიყვანეს, მას ანალიზი აუღეს და პასუხი უარყოფითია. პაციენტი საჩხერის სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული. ცენტრის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, პაციენტი კლინიკას გამოჯანმრთელებისთანავე დატოვებს. სოფელ ითხვისში  ეპიდემიოლოგები მას შემდეგ მუშაობენ, რაც სოფელში მყოფ ახლგაზრდა მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა. მამაკაცი თბილისი საავადმყოფოშია, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მასთან შეხებაში მყოფი პირები თვითიზოლაციაში არიან.

დღის ამბები