27 ნოემბერი 2021,   08:47
ვრცლად
ბევრს ჰქონდა იმედი, რომ ამ ძალიან მძიმე პერიოდით არ ისარგებლებდა ბიძინა ივანიშვილი - ხატია დეკანოიძე ოქრუაშვილის განაჩენზე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პოლიტპატიმრების გათავისუფლება არ მოხდება, ეს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დადებული შეთანხმების დარღვევად ჩაითვლება და ამაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილს დაეკისრება.

როგორც დეკანოიძემ "ღამის კურიერში" ირაკლი ოქრუაშვილის განაჩენზე საუბრისას განაცხადა, ამ შეთანხმებაში პოლიტპატიმრების კონკრეტული გვარები არაა მითითებული, თუმცა კონკრეტულად არის ნათქვამი, რომ მართლმსაჯულების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება უნდა შეწყდეს. დეკანოიძის თქმით, ხელისუფლებამ ისარგებლა მძიმე პერიოდით, გამოიყენა მართლმსაჯულება პოლიტიკური მიზნებით და დაარღვია საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით დადებული შეთანხმება:

"ჩემს რამდენიმე მეგობართან კამათი მქონდა, ბევრს ჰქონდა იმედი, რომ ამ ძალიან მძიმე პერიოდით არ ისარგებლებდა ბიძინა ივანიშვილი, არ გამოიყენებდა მის ხელში არსებულ პოლიტიკურ მართლმსაჯულებას, იმიტომ რომ ეს საქმე იმდენად ყალბი და შეთითხნილია, რომ მაშინ ყველა დასაჭერი ვართ, მეც იქ ვიყავი, ირაკლი ოქრუაშვილიც იქ იყო და ერთმანეთის თვალსაწიერში სულ ვიყავით," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დღის ამბები