30 ნოემბერი 2021,   10:56
ვრცლად
ვთხოვე პატრიარქს, მისცეს კურთხევა მრევლს დარჩნენ სახლში, ხოლო საეკლესიო პირებმა მათთვის ილოცონ ეკლესიაში - ლევან კობერიძე

პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ მოახლოებულ რელიგიურ დღესასწაულებთან დაკავშირებით, პატრიარქმა მრევლს უნდა მისცეს კურთხევა- დარჩეს სახლში, ხოლო სასულიერო პირებმა მათთვის ილოცონ ეკლესიაში.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ მოსალოდნელი თავყრილობების თავიდან ასაცილებლად ეს, ერთადერთი გამოსავალია. 

"ჩვენი მთავრობის და ხელისუფლების უმრავლესობა, სამწუხაროდ, უავტორიტეტოა. მათი მოწოდება და მათი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ მე, როგორც ერთი კონკრეტული პიროვნება, მაგალითად პრემიერ- მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი აცხადებენ, რომ ჩვენ ტელევიზორიდან ვადევნებთ თვალს ამ ლიტურგიას, ეს ვერანაირად ვერ პოვებს გამოძახილს მოსახლეობაში, რადგან მათ, სამწუხაროდ არ გააჩნიათ ეს ავტორიტეტი. 

მეორეს მხრივ, არც იმის სიძლიერე არ აქვს ხელისუფლებას, არ ვგულისხმობ პოლიციით შევარდნას ეკლესიაში, რაც, ჩემი აზრით, დაუშვებელი და მიუღებელია, მაგრამ არც სიმკაცრის გამოჩენა შეუძლია. რაც ჩვენ, მაგალითად ბზობის დღესასწაულზე ვიხილეთ, ცუდია რომ პრემიერი პასუხისმგებლობას არ იღებს, რომ ის მართავს, რეალურად საგანგებო სიტუაციას და პოლიციაზე გადაბრალების პოლიტიკითაა დაკავებული.

შეიძლება ვინმემ კადნიერებაში ჩამითვალოს, მაგრამ ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მე ვიტყოდი ასე, რომ ერთადერთი სწორი გამოსავალი, რაც შეიძლება აქ იყოს, არის ის, რომ მე თხოვნით მივმართე პატრიარქს, რომ მისცეს ლოცვა-კურთხევა მრევლს, რომ ისინი დარჩნენ სახლში, ხოლო საეკლესიო მსახურებმა მათთვის ილოცონ ეკლესიაში. ეკლესია კი არ დაიკეტოს, ასეთი ტიპის ლოცვა-კურთხევა იყოს პატრიარქის მხრიდან,"- განაცხადა ლევან კობერიძემ.

დღის ამბები