21 მაისი 2022,   20:11
ვრცლად
სისტემა ვირუსის ნაცვლად ადამიანებს ებრძვის - იაგო ხვიჩია აქციის მონაწილეების დაკავებას ტირანიის გამოვლინებას უწოდებს

იპოდრომზე სეირნობა-აქციის მონაწილეების დაკავებას პარტია "გირჩის" თავმჯდომარე ტირანიის გამოვლინებას უწოდებს და აცხადებს, რომ მთავრობა ვირუსის ნაცვლად ადამიანების თავისუფლებას ებრძვის.

იაგო ხვიჩიას თქმით, პოლიციამ აქციის მონაწილეების გარდა დააკავა ისეთი ადამიანები, რომლებიც აქციის სიახლოვეს შემთხვევით აღმოჩნდნენ.

"ჩემთან ერთად დაკავებული ადამიანი იყო მოსეირნე, სეირნობდა იპოდრომზე და უბრალოდ გაიარა ჩვენი აქციის სიახლოვეს, დაინტერესდა რა ხდებოდა, დაიჭირა პოლიციამ და 3000 ლარით დააჯარიმა, ასევე დააჯარიმეს "გლოვოს" კურიერი. ზოგადად გვაქვს სამართლებრივი აბსურდი, თავისი შინაარსით ეს არის ტირანია, იმიტომ რომ ვირუსთან ბრძოლის ფარგლებში ჩვენი მთელი უფლებები გადავეცით შსს-ს და მთავრობას და ვხედავთ ვირუსის ნაცვლად ვის ებრძვის სისტემა," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შსს-ს ცნობით, გირჩის 3 აქტივისტს წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. გარდა ამისა, საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის ზურაბ ჯაფარიძე და კიდევ 14 აქტივისტი 3 ათასი ლარით დააჯარიმეს.

დღის ამბები