27 ნოემბერი 2021,   08:49
ვრცლად
შალვა ნათელაშვილი ითხოვს, რომ პრეზიდენტმა ჯარიმების გამკაცრებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს ხელი არ მოაწეროს

შალვა ნათელაშვილი ითხოვს, რომ პარლამენტის უმრავლესობამ ჯარიმების გამკაცრებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭიროს. როგორც "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი ამბობს, ხელისუფლება კორონავირუსის საფრთხეებს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს.​

"პრეზიდენტს მაგიდაზე ხელმოსაწერად უდევს, გუშინ, სამარცხვინო პარლამენტის მიერ მიღებული დანაშაულებრივი 3.წ კანონი, რომელის თანახმადაც, ივანიშვილმა ნებისმიერ დროს, შეიძლება გამოგვიცხადოს, საგანგებო, საკარანტინო მდგომარეობა და მისი დარღვევისათვის ნებისმიერი ჩვენგანი დააჯარიმოს, 3000-დან 15000 ლარამდე. მე მოვუწოდებ პრეზიდენტს აღნიშნულ დანაშაულებრივ აქტს ვეტო დაადოს,"- განაცხადა "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა. 

დღის ამბები