27 ნოემბერი 2021,   09:52
ვრცლად
1500 ლარამდე ხელფასის მქონე ადამიანებს საშემოსავლო გადასახადი არ დაერიცხებათ - ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, 1500 ლარამდე ხელფასის მქონე ადამიანებს საშემოსავლო გადასახადი არ დაერიცხებათ. მინისტრის განცხადებით, აღნიშნული შეღავათები პირველ რიგში არის მიმართული იქითკენ, რომ არ დადგეს კითხვის ქვეშ იმ ადამიანების დასაქმება, რომლებიც ხელფასებს ამ კომპანიებში იღებენ.

"საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით შემოთავაზებული შემოღებული შეღავათი პირველ რიგში არის მიმართული იქითკენ, რომ კომპანიებმა მაქსიმალურად შეინარჩუნონ დასაქმება, რომ არ დადგეს კითხვის ქვეშ იმ ადამიანების დასაქმება, ვინც დღეს ამ კომპანიებში იღებს ხელფასებს. ამისთვის ჩვენ ვინაწილებთ კომპანიებთან ერთად სახელფასო ტვირთს.

ეს ეხება 6 თვის განმავლობაში ნებისმიერ კომპანიაში დასაქმებულ ადამიანებს, ვისი ხელფასიც არის 1500 ლარი ან ნაკლები, ანუ მაქსიმუმ 1500 ლარი. ასეთები არის უდიდესი უმრავლესობა. ეს არ არის მაღალი რანგის მენეჯმენტი, მაგრამ ეს არის, ძირითადად, საშუალო რანგის და დაბალი რანგის დასაქმებული თანამშრომლები, განსაკუთრებით ისეთ კომპანიებში, სადაც დიდი დასაქმება არის, იქნება ეს სამკერვალო ფაბრიკა, თუ იქნება ეს რომელიმე მძიმე მრეწველობის დიდი გიგანტი საწარმო. მათ ყველას, წესით, ეს შეეხება.

1 500 ლარამდე ხელფასის მქონე ადამიანებს, მათ ხელფასზე, სულ მცირე, 750 ლარის ნაწილზე არ დაერიცხება საშემოსავლო გადასახადი. ეს უმსუბუქებს ერთი შეხედვით კომპანიებს მათ საგადასახადო ტვირთს, მაგრამ საბოლოო ჯამში ემსახურება იმას, რომ ადამიანებმა არ დაკარგონ თავიანთი სამუშაო ადგილები და თავიანთი ხელფასები. მათ შორის იმათაც შეეხებათ, ვისაც აქვთ გადავადებული ეს გადასახადი,“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

დღის ამბები