27 ნოემბერი 2021,   10:27
ვრცლად
შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 114 ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 114 ფაქტი გამოავლინა. მათგან ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის 59 მოქალაქე დაჯარიმდა, 24 მოქალაქე კი - საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო.

ბოლო 24 საათში თვითიზოლაციის წესების დარღვევის მხოლოდ 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 30 პირი დააჯარიმეს.

დღის ამბები