27 ნოემბერი 2021,   09:33
ვრცლად
ლევან კობერიძე ფიქრობს, რომ ქვეყანაში არსებული სიტუაცია მთავრობისთვის პოლიტიკურად მომგებიანია

 

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ, ანტიკრიზისული გეგმა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის ბიუჯეტიდან უსარგებლო ხარჯები უნდა გამოთავისუფკებულიყო და ის სოციალურ პროგრამებს უნდა მოხმარებოდა. 

"ეს მილიარდ ნახევრიანი პაკეტი, ფაქტობრივად დღეს არსებული, უსარგებლო კორუფციული და მრავალი სხვა არაპრიორიტეტული ხარჯების დასაბალანსებლად. ამიტომ არ წარმოადგინა მთავრობამ ბიუჯეტი. სწორედ ბიუჯეტიდან უნდა გამოთავისუფლებულიყო თანხები და ისინი სოციალური პროგრამების გასაძლიერებლად უნდა წარმართულიყო,"- განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ. 

ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან კობერიძე კი აცხადებს, რომ მთავრობა დღეს არსებული ვითარებით შინაგანად კმაყოფილია, რადგან ეს მათთვის როგორც ჩანს პოლიტიკურად მომგებიანია. 

"როგორც ჩანს, მთავრობა შინაგანად კმაყოფილია იმ სიტუაციით, რაც ქვეყნაში არსებობს. ამიტომ აქედან გამოსავალს კი არ ეძებენ, არამედ ცდილობენ იმას, რომ ამ სიტუაციაში, რომელსაც მე დავარქვი - დაზაფრე და იბატონე, მათ აწყობთ ხელისუფლება რაც შეიძლება დიდხანს იყოს სახლში. ეტყობა მათთვის ეს სიტუაცია პოლიტიკურად მომგებიანია,"- აღნიშნა პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან კობერიძემ.

დღის ამბები