27 ნოემბერი 2021,   08:44
ვრცლად
ეს კომპენსაციები მომცემს საშუალებას შევინარჩუნო კადრები - "ქარვა ტურიზმის" დამფუძნებელი

პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას უკვე მოჰყვა შეფასებები ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისა და სასტუმროს მფლობელების მხრიდან. მათი ნაწილი მთავრობის გეგმას დადებითად აფასებს, თუმცა ხედავენ გარკვეულ ხარვეზებსაც.

"ქარვა ტურიზმის" დამფუძნებელი რუსუდან ჯაფარიძე ამბობს, რომ სოციალური დახმარება კომპანიაში დასაქმებულებს გარკვეულ შეღავათებს მისცემს.

"ჩემთვის იქნება შანსი, რომ შემოსავლის გარეშე არ მყავდნენ საერთოდ. ამ ეტაპზე ჩვენ გაჩერებულები ვართ. პირდაპირი დარტყმა ტურიზმმა მიიღო და ტურიზმში დასაქმებულებმა და ეს კომპენსაციები მე მომცემს საშუალებას შევინარჩუნო ჩემი კადრები და არ მყავდნენ ულუკმაპუროდ. ჩემი თავისუფალი გიდები, ვისთანაც ერთჯერადი ხელშეკრულებებით ვმუშაობდი, იმათ ალბათ დადასტურება მოუწევთ რომ ნამდვილად დასაქმებულები იყვნენ და იმათთვის სერიოზული პრობლემაა მსგავსი გადანაწილება  კომპენსაციების,“ - აცხადებს ქარვა ტურიზმის” დამფუძნებელი  რუსუდან ჯაფარიძე. 

დღის ამბები