30 ნოემბერი 2021,   09:28
ვრცლად
ფოთის ცხელების კლინიკაში მოთავსებული 4 პაციენტის ანალიზი ლუგარის ცენტრშია გადაგზავნილი

ფოთის ცხელების კლინიკაში, ამ დროისათვის, 7 მოქალაქეა მოთავსებული. მათგან ცენტრში 3 დღეს, დღის მეორე ნახევარში შეიყვანეს. 4 პაციენტის ბიოლოგიური მასალა გამოსაკვლევად გადაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში. ექიმების შეფასებით, კლინიკაში მოთავსებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათზე მუდმივი მეთვალყურეობა მიმდინარეობს. 

"დღეს გავაგზავნეთ 4 პაციენტის ანალიზი. ესენი არიან 17 წლის გოგო, 10 წლის ბიჭუნა და 38 წლის მამაკაცი ფოთიდან. ასევე, 62 წლის ქალი ლანჩხუთიდან. საღამოს მივიღეთ კიდევ სამი პაციენტი - 22 წლის გოგო და 4 წლის ბიჭუნა ფოთიდან, ასევე, 37 წლის მამაკაცი ოზურგეთიდან. მათი ანალიზები ხვალ გაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში,“ - განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.

დღის ამბები