27 ნოემბერი 2021,   10:22
ვრცლად
ფოთში, ტრანზიტული ტვირთების სპეციფიკიდან გამომდინარე, თვითიზოლაციის რეჟიმში 54 მძღოლი იმყოფება

ფოთში, ტრანზიტული ტვირთების სპეციფიკიდან გამომდინარე, თვითიზოლაციის რეჟიმში 54 მძღოლი იმყოფება, რათა თავიდან იქნეს აცილებული მათი კონტაქტები ადგილობრივ მოსახლეობასთან, საკარანტინო სივრცეში კი 3 პირია გაგზავნილი. ერთადერთი ფოთელი მოქალაქე, ექიმი, რომელსაც დადასტურებული აქვს COVID-19-ით ინფიცირება, ქობულეთის კლასტერთან კავშირის გამო, ამ დროისათვის თავს კარგად გრძნობს. ექიმების შეფასებით, ავადმყოფობა მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს. 

"დღეს, პრევენციის მიზნით, მედიცინის 16 მუშაკის, მათ შორის 7 ექიმის ბიოლოგიური მასალა გავაგზავნეთ ლუგარის ლაბორატორიაში. ველოდებით პასუხს. ეტაპობრივად ყველა მედიკოსის ანალიზი გაიგზავნება,“ - განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ.

დღის ამბები