27 ნოემბერი 2021,   09:02
ვრცლად
ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე, რომელიც საბავშვო მწერლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კონკურსია საქართველო ორ კანდიდატს წარადგენს

ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე, რომელიც ყოველწლიურად იმართება, საქართველო ორ კანდიდატს წარადგენს. კონკურსანტებიდან ერთ-ერთი ირმა მალაციძეა. მისი ნაწარმოებების შთაგონების წყაროდ სწორედ ბავშვების საყვარელი მწერალი იქცა. გამარჯვების მოლოდინი ნაკლებად აქვს, თუმცა ამბობს, რომ ასეთ მასშტაბურ კონკურსში მონაწილეობაც კი წარმატებას მოუტანს.

წელს კონკურსისთვის საქართველოდან წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის ხელოვნების სკოლაც შეირჩა. საოკუპაციო ხაზთან მყოფი სკოლა არაერთი ანიმაციის შემქმნელია. გადაწყვეტილება ხელმძღვანელებისთვის მოულოდნელი იყო, თუმცა ფიქრობენ, რომ ეს ნაბიჯი მათი ლიტერატურის სიყვარულმა განაპირობა.

უკვე 7 წელია, რაც ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ კონკურსისთვის ახალი პრეტენდენტები ვლინდება. გიორგი კეკელიძე "კურიერთან" საუბრისას ამბობს, რომ პრემია ახალი ავტორის აღმოჩენისთვის საუკეთესო გზაა. კონკურსანტები კი მათი მოღვაწეობის შეჯამების შედეგად შეირჩნენ.

ასტრიდ ლინდგრენის ხსოვნისადმი მიძღვნილი ჯილდო მსოფლიოში ბავშვთა ლიტერატურის სფეროში ყველაზე დიდი პრემიაა, რის გამოც მას მეტსახელად "საბავშვო ნობელსაც" კი უწოდებენ.

პრემიაზე წარდგენილთა სრული სიის პრეზენტაცია ყოველწლიურად ოქტომბერში, ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე, ხდება, ხოლო გამარჯვებული 2021 წლის გაზაფხულზე, ბოლონიის საბავშვო წიგნის ბაზრობასა და სტოკჰოლმში, გამოვლინდება.

დღის ამბები