17 ოქტომბერი 2021,   20:16
ვრცლად
პაატა იმნაძის თქმით, თეთრიწყაროში კორონავირუსის 20 შემთხვევაა გამოვლენილი და დიდი ნაწილი მედპერსონალია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე იმედოვნებს, რომ როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში, თეთრიწყაროშიც კორონავირუსის დროული შეკავება მოხდება.

იმნაძის ინფორმაციით, თეთრიწყაროში კორონავირუსის დაახლოებით 20 შემთხვევაა გამოვლენილი და დიდი ნაწილი მედპერსონალია.

"თეთრიწყაროში გუშინ მთელი დღე იმუშავა ჩვენმა ჯგუფმა, გუშინდელი მუშაობის შედეგია ის, რომ გამოვლინდა იქ ინფიცირებულები. სამწუხაროდ, ჩვენი კოლეგები არიან ძალიან ბევრი. დაახლოებით 20 დადებითი შემთხვევაა თეთრიწყაროში.

დღესაც მუშაობს იქ ჩვენი ჯგუფი, მთელი დღის განმავლობაში იმუშავებენ და იმედია, რომ ისევ როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში მოხერხდა, ასევე მოხდება დროული შეკავება თეთრიწყაროშიც," - განაცხადა პაატა იმნაძემ. 

დღის ამბები