17 ოქტომბერი 2021,   18:46
ვრცლად
ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს პერიოდში, ეკლესია არის დიდ გასაჭირში - ილია მეორე

კვირაცხოვლობის სადღესასწაულო წირვის შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს მიმართა. მისი თქმით, ქვეყანა ახლა ურთულეს პერიოდშია, თუმცა ქართველი ხალხი ამ გასაჭირსაც გაუმკლავდება.

"ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ეკლესია არის დიდ გასაჭირში, მაგრამ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას.

დღეს იყო აქ წაკითხული სახარება: უფალი ჩვენი იესო ქრისტე შევიდა მოციქულებთან კარდახშულთა, ე.ი. კარი დაკეტილი იყო და იმ დაკეტილი კარით შევიდა მაცხოვარი და უთხრა "მშვიდობა თქვენთანა, მიიღეთ სულიწმინდა". უფალი ჩვენც მოგვმართავს, მიიღეთ სული წმინდა. მზად უნდა ვიყოთ სულიწმინდის მისაღებად,"- აღნიშნა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა.

დღის ამბები