26 ოქტომბერი 2021,   21:56
ვრცლად
პრემიერი რასაც ამბობს სწორია, რადგან ის ამ ყველაფერს საერო პოზიციიდან ამბობს - მეუფე ნიკოლოზი ერთი კოვზით ზიარებაზე

მაღალი სასულიერო იერარქიის პირები პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურნენ, იმასთან დაკავშირებით, რომ ერთი კოვზით ზიარება დიდი რისკის შემცველია. მეუფეების ნაწილის მტკიცებით, ზიარების წესი არ შეიცვლება. მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ პოლიტიკოსების მხრიდან მსგავსი შინაარსის განცხადებები მათთვის გასაგებია.

როგორც ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზ (ფაჩუაშვილი) აღნიშნავს, პრემიერის მოსაზრება ზიარების წესთან დაკავშირებით მისთვის გასაგებია, რადგან მეუფის თქმით, პრემიერ-მინისტრი ამ განცხადებას საერო პოზიციიდან აკეთებს.

"აბსოლუტურად სწორია რასაც ის ამბობს, რადგან ის ამ ყველაფერს ამბობს საერო პოზიციიდან. ჩვენ კი ამ ყველაფერს ვამბობთ საეკლესიო და ღვთაებრივი პოზიციიდან, რომ არ არის სახიფათო. ექიმები, პოლიტიკოსები და მეცნიერები არიან ვალდებულები, რომ ეს თქვან. ჩვენ იესო გვაძლევს თავის სისხლსა და ხორცს, რომ ვეზიაროთ, ამაზე ისინი ვერაფერს იტყვიან. ეს არის მისტიკა და ღვთის საიდუმლო,"- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

დღის ამბები