17 ოქტომბერი 2021,   19:00
ვრცლად
თურქეთი ეპიდაფეთქების ზღვარზეა, იგივე სცენარით პროგნოზირებენ მოვლენების განვითარებას რუსეთშიც

უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ბოლო 24 საათში თითქმის 500-ით გაიზარდა, საერთო რაოდენობამ 8,617 შეადგინა.

რუსეთის დედაქალაქში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 38 ადამიანი დაიღუპა. მოსკოვში "კოვიდ -19"-ით გარდაცვლილთა რიცხვმა უკვე 400-ს გადააჭარბა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, რუსეთში "კოვიდ 19"-ის 74,588 შემთხვევაა დაფიქსირებული, ვირუსისგან ექვსი ათასი ადამიანი გამოჯანმრთელდა.

აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1,617 შეადგინა, ლეტალურად დასრულდა 21 შემთხვევა.

რაც შეეხება თურქეთს, რუსეთის მსგავსად ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სულ უფრო მძიმდება, ბოლო მონაცემებით ინფიცირებულია 110,000 მდე ადამიანი, 3,000-ს აღწევს ლეტალურ შემთხვევათა რიცხვი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსის კიდევ 81 შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში, ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა ჯამში 1,746 შეადგინა. ვირუსისგან 833 პაციენტი განიკურნა, გარდაცვლილია 28 ადამიანი.

დღის ამბები