17 ოქტომბერი 2021,   20:45
ვრცლად
ვაპირებთ აქციების დაწყებას, თუ როგორ და რა ფორმით ერთ კვირაში იხილავთ - ლაშა ჩხარტიშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" წევრები ხელისუფლებას ქვეყნის ტერიტორიაზე დაწესებული შეზღუდვების გამო ისევ აკრიტიკებენ.

მათი მოთხოვნაა, არ იყოს შეზღუდული პანდემიის პირობებში საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება.

"ლეიბორისტული პარტიის" უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ კომენდანტის საათი აუცილებლად უნდა გააუქმოს.

"ჩვენ მოვითხოვთ კომენდანტის საათის გაუქმებას, რომელსაც არანაირი დასაბუთება არ გააჩნია. ასევე მოვითხოვთ შეზღუდვებს, რომელიც ვრცელდება ოჯახის წევრების განლაგებაზე მანქანაში, ყველა ვხედავთ, როგორ არღვევენ ამ წესებს მასობრივად საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები. უნდა აღდგეს მშვიდობიანი შეკრების უფლება, რა თქმა უნდა, დისტანციის დაცვით. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვაპირებთ აქციების დაწყებას, თუ როგორ და რა ფორმით, ამას იხილავთ ერთ კვირაში,"- განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

დღის ამბები