17 ოქტომბერი 2021,   19:38
ვრცლად
მიჭირს სერიოზულად განვსაჯო, რომ ოზონოთერაპიას შესაძლოა რაიმე როლი ჰქონდეს კოვიდის მკურნალობაში - ვახტანგ კალოიანი

კორონავირუსის მკურნალობაში ოზონოთერაპიის აქტიურ გამოყენებაზე საკუთარ შეფასებებს სპეციალისტები აკეთებენ.

"მე ძალიან მიჭირს სერიოზულად ამის განსჯა, რომ ოზონოთრეაპია შესაძლოა რაიმე როლს თამაშობდეს კოვიდის მკურნალობაში," - ამის შესახებ "ნიუ ჰოსპიტალის" კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვახტანგ კალოიანმა განაცხადა.

მისი შეფასებით, ოზონოთერაპიის მკურნალობის შედეგიანობაზე ამ ეტაპზე სერიოზული კვლევა არ არსებობს.

"არანაირი სერიოზული განსჯა ამ თემის ალბათ არ ივარგებს. იმიტომ, რომ არცერთ რეკომენდაციაში, არცერთ კვლევაში, არც გაიდლაინებში რეალურად ოზონოთერაპია არ გვხვდება," - განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.

დღის ამბები