17 ოქტომბერი 2021,   20:41
ვრცლად
კორონავირუსი 21-ე საუკუნის კიდევ ერთი სტიგმა - სპეციალისტები საზოგადოებას მოუწოდებენ, გაიაზრონ, რომ დაავადება დანაშაული არაა

კორონავირუსი 21-ე საუკუნის კიდევ ერთ სტიგმად იქცა. COVID-19-ით ინფიცირებულების უმრავლესობა ცდილობს, დაავადების შესახებ ინფორმაცია საჯარო არ გახდეს.

ჯერჯერობით ვირუსთან გამკლავების პარალელურად, ჩნდება შიშიც, რომ საზოგადოება დაავადებულთან ურთიერთობას მოერიდება. ინფიცირებულისთვის დამატებითი სტრესია გარემოებაც, რომ ის, შეიძლება ვინმეს შეეცოდოს. ამიტომ, ამ ადამიანების უმრავლესობა ბოლომდე ცდილობს საკუთარი დაავადება საიდუმლოდ დატოვოს. 

პანდემიის პირობებში კოვიდ ინფიცირებულების მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულება მსოფლიო მასშტაბით ვლინდება. ამაზე, ხშირად საუბრობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაც. სპეციალისტები საზოგადოებას მოუწოდებენ, გაიაზრონ, რომ დაავადება დანაშაული არ არის და ის ნებისმიერს შეიძლება დაემართოს.

თუ საზოგადოება გააცნობიერებს, რამხელა ზიანს აყენებენ ადამიანები იმ კოვიდ ინფიცირებულებს, რომელთა გარიყვას ცდილობენ, მსოფლიო მასშტაბით დაავადებულთა გამოჯანმრთელების სისწრაფე გაიზრდება.

ფსიქოლოგები განმარტავენ, რომ თუ ინფიცირებული დამატებითი სტესისა და შფოთვისგან გათავისუფლდება და პარალელურად, თანაგრძნობას მიიღებს, გამოჯანმრთელების პროცესიც დაჩქარდება. 

დღის ამბები