17 ოქტომბერი 2021,   19:51
ვრცლად
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა და საერთო ჯამში COVID-19 ქვეყანაში 149 ადამიანმა დაამარცხა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა და საერთო ჯამში COVID-19 ქვეყანაში 149 ადამიანმა დაამარცხა.

ინფორმაცია სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა. რაც შეეხება ინფრიცრებულებს, მათ რაოდენობა დღეს დილის შემდეგ არ შეცვლილა და 485-ია.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, ამ ეტაპზე კორონავირუსით გარდაცვლილია 6 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში რჩება - 4833, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 571 ადამიანი. 

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

დღის ამბები