22 მაისი 2022,   09:38
ვრცლად
ლენტეხის მუნიციპალიტეტსა და სოფელ ხიდისყურში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერი, მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტში სპეციალური შეზღუდვები მოიხსნება.- ამის შესახებ პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. 

ამასთან, ირაკლი ჩიქოვანის თქმით,  ლენტეხსა და ხიდისყურში სპეციალური რეჟიმი იხსნება, თუმცა ძალაში რჩება საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული შეზღუდვები.

"ლენტეხის მუნიციპალიტეტში 10 აპრილიდან და ასევე, ხაშურის მუნიციპალიტეტ სოფელ ხიდისყურში 13 აპრილიდან მოქმედებს სპეციალური გამკაცრებული რეჟიმი. რის ფარგლებშიც დაახლოებით 4 500-მდე ადამიანს რამდენჯერმე ჩაუტარდა თერმოსკრინინგი. ასევე, ჩატარდა შესაძლო ყველა კერების მიზნობრივი კვლევა და მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, სპეციალური რეჟიმი იქნება მოხსნილი და 28 აპრილიდან იქ იმოქმედებს ის შეზღუდვები, რაც მოქმედებს მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე.

როგორც ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ასევე სოფელ ხიდისყურში ჩატარებული იყო მნიშვნელოვანი ღონისძიებები. გამოკვლეულია ყველა კონტაქტი, მაქსიმალურად არის შემოწმებული ყველა ადამიანი. თითოეული მოსახლე ამ გეოგრაფიულ პუნქტების და ამ ყველაფრის ანალიზმა მოგვცა ამ გადაწყვეტილების საშუალება. ეს გადაწყვეტილება დღეს იქნა მიღებული საკოორდინაციო საბჭოზე" - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დღის ამბები