04 აგვისტო 2020,   06:22
ვრცლად
კრემლთან დაახლოებული ჰაკერების დაჯგუფებები, რომლებიც საქართველოში არიან დაფუძნებული, ბრიტანეთის სამედიცინო ცენტრებს თავს ესხმიან - Daily Mail

კრემლთან დაახლოებული ჰაკერული დაჯგუფებები პერმანენტულად ახორციელებენ დიდი ბრიტანეთის სამედიცინო ცენტრებზე თავდასხმებს, ამის შესახებ განცხადებას "დეილი მეილი" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კიბერთავდასხმის ავტორები იპარავენ ასობით ბრიტანელის კონფინდენციალურ მასალებს, რომლებიც დაკავშირებულია კოვიდ-19-ის შემთხვევებთან.

როგორც დიდი ბრიტანეთის საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები აცხადებენ, მსგავსი კიბერშეტევების რაოდენობა წარსულში არ ახსოვთ. გამოძიების თანახმად, ჰაკერული გაერთიანებები დაფუძნებულია საქართველოში და დაკავშირებული არიან რუსულ სპეცსამსახურებთან.

წყაროს ცნობით, ჰაკერების ჯგუფმა მონაცემების დასაბრუნებლად 2 მილიონი ფუნტი სტერლინგი მოითხოვა.

გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლება უფრო მძლავრი თავდაცვითი მექანიზმების შემოღებაზე მუშაობს და საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები