19 სექტემბერი 2020,   19:40
ვრცლად
უგულავა-ოქრუაშვილი არ არიან ჩემი პოლიტიკური ოპონენტები, არიან დამნაშავეები, რომლებიც შეიწყალა პრეზიდენტმა - თეა წულუკიანი

ვიცე-პრემიერის თეა წულუკიანის განცხადებით, გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი და გიორგი რურუა არა პოლიტპატიმრები, არამედ დამნაშავეები არიან.

თეა წულუკიანისთვის გაუგებარია, რატომ არ უნდა დაუჭრიოს ოპოზიციამ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი, როდესაც მათი მოთხოვნები შესრულდა.

წულუკიანის შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებები სწორედ ოპოზიციას სჭირდება.

"ღამის კურიერში" სტუმრობისას წულუკიანი ასევე საერთაშირისო პარტნიორების შეფასებებს გამოეხმაურა.

"ესენი არ არიან ჩემი პოლიტიკური ოპონენტები, ესენი არიან ორი დამნაშავე, უგულვა და ოქრუაშვილი, რომელიც შეიწყალა საქართველოს პრეზიდენტმა. ეს ყველამ ვნახეთ. ამ გადაწყვეტილებაზეც შეგვიძლია ვისაუბროთ და შეფასებები. თუ ახლა ოპოზიცია იტყვის იმას, რომ ეს კარგია და აკმაყოფილებთ, ისიც კარგია, რომ საგანგებო მდგომარეობა მოიხსნა, რაც გზას უხსნის პირდაპირ საკონსტიტუტციო ცვლილებების კენჭისყრას. ეს ცვლილებები მათ სჭირდებათ და ჩვენ ვაძლებთ ამ ცვილელებს, რომ მერე არ იყოს სალაპარაკო, ეს ცვლილებები რომ გვქონდოდა, მოვიგებდით არჩევნებს, მე რომ ციხეში არ ვყოფილიყავი, დავბრუნდებოდი ხელისუფლებაში  და ასე შემდეგ, ეს რომ არ იყოს სალაპარაკო, მათ ყველაფერი აქვთ. თუ ერთი ბრალდებულის გარეთ გამოსვლას ისინი ჩამოკიდებენ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ეს იქნება უპასუხისმგებლობა.

თავის დროზე ვანო მერაბიშვილიც იყო შერაცხული ზოგიერთი ევროპელი დეპუტატის მიერ პოლიტპატიმრად," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

გარდა ამისა, თეა წულუკიანის განცხადებით, ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სენატორის რიშის განცხადება პოლიტპატიმრებზე შეფასებითი შეცდომა იყო.

"ჩვენ გვინახავს ბევრჯერ, რომ დასავლელი ჩვენი მეგობრები აკეთებენ ასეთ შეფასებას. ჩემი აზრით, არც სამართლებრივად, არც განაჩენის მიხედვით, არც ქართულ საზოგადოებაში, ქვეყანაში არავინ სვამს კითხვას ვინ არიან ესენი. ამ ქვეყანაში და საზოგადოებაში, რომლის ნაწილიც ვარ მე, მიუხედავად ჩემი დღევანდელი სტატუსისა, ჩვენ ყველანი ვართ ერთსულოვანი - ესენი არიან დამნაშავეები. მე ვფიქრობ, რომ ეს არის შეფასებითი შეცდომა," - აღნიშნა წულუკიანმა.

დღის ამბები