24 ნოემბერი 2020,   16:59
ვრცლად
რატომ უნდა ველოდოთ კორონავირუსის მეორე ტალღას შემოდგომაზე  - "ერთ-ერთი შეხედულება გახლავთ, რომ ის შეიძლება იქცეს სეზონურ რესპირაციულ ვირუსად"

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი "ღამის კურიერში“ განმარტავს, რატომ ელოდებიან სპეციალისტები კორონავირუსის მეორე ტალღის დაწყებას შემოდგომაზე. ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანა შემოდგომაზე პანდემიას, თუკი მეორე ტალღა იქნება, კიდევ უფრო მეტად მომზადებული უნდა შეხვდეს. 

"კორონავირუსული ინფექცია არის რესპირაციული ინფექცია, ანუ კორონავირუსები მიეკუთვნებიან იმ ვირუსთა ჯგუფს, რომლებიც იწვევენ რესპირაციულ დაავადებებს პირველ რიგში. თუმცა, კორონავირუსი აზიანებს ასევე სხვა ორგანოებსაც, მაგრამ პირველ რიგში, სასუნთქ სისტემას. ეს არის იმ ტიპის ვირუსი, როგორიც არის რინოვირუსიადენოვირუსი, გრიპის ვირუსი, იგივე სხვა კორონავირუსები, რომელიც ჩვენ ყოველ შემოდგომაზე გადაგვაქვს ხოლმე. ერთ-ერთი შეხედულება გახლავთ, რომ ის შეიძლება იქცეს სეზონურ რესპირაციულ ვირუსად, ამიტომ არის ვაქცინაზე ასეთი გამალებული მუშაობა. ბევრი ფიქრობს, რომ შეიძლება იყოს კლინიკურად მძიმე ვიდრე გრიპი,ამიტომ არის საჭირო ვაქცინა.

მეორე ტალღა რომ ნამდვილად იყოს, ამას ვერავინ ვერ იწინასწარმეტყველებს. ზაფხულში, დიდი ალბათობით, მეტი სიმშვიდე იქნება ყველგან და მათ შორის ჩვენთანაც, მაგრამ ჩვენ ეს ოთხი თვე -ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი უნდა ვემზადოთ, იქნება თუ არ იქნება მეორე ტალღა, ყოველი შემთხვევისთვის, უნდა მოვემზადოთ. ჩვენ ბევრად უკეთესად ვიყავით ახლა მზად, ვიდრე ოდესმე პანდემისთვის ვყოფილვართ, მაგრამ ურო მეტად უნდა მოვემზადოთ,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

დღის ამბები