04 აგვისტო 2020,   12:07
ვრცლად
ვლადიმირ ჟირინოვსკი COVID-19-ის ვაქცინის პატიმრებზე გამოცდის ინიციატივით გამოდის

იმისთვის, რომ კორონავირუსის ვაქცინის გამოცდა სწრაფად მოხდეს ვლადიმირ ჟირინოვსკი ინიციატივით გამოდის, რომ მოხალისეები პატიმრებიდან მოიზიდონ და სანაცვლოდ მათ პატიმრობის ვადის განახევრება შესთავაზონ. ამის შესახებ მოწოდება რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ერთ-ერთი რუსული ტელეარხის ეთერში გააკეთა:

"ის ათი წელი უნდა იჯდეს, ჩვენ კი ვეტყვით: ლაბორატორია შენზე გამოცდას ჩაატარებს, სამაგიეროდ მხოლოდ 5 წელი იჯდები. ათასობით ადამიანი გამოეხმაურება," - განაცხადა ჟირინოვსკიმ.

დღის ამბები