13 ივლისი 2020,   09:26
ვრცლად
გორში 28 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზს გამოძიება არკვევს - ახლობლები ვარაუდობენ, რომ ახალგაზრდა ქალი მოკლულია

გორში 28 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზებს გამოძიება ადგენს. ცხედარი საკუთარმა მეუღლემ მაშინ ნახა, როდესაც რამდენიმე დღის შემდეგ სახლში დაბრუნდა.

როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, ცხედარს აღენიშნება დაზიანებები, შესაბამისად, ფიქრობენ, რომ ის მოკლულია. ეჭვი აქვთ მეუღლეზეც, რომელიც მათივე ინფორმაციით, ხშირად არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. ამ მიზნით ცოლ-ქმარი, მცირეწლოვან შვილთან ერთად დაახლოებით ერთი თვეა, რაც ცალკე ცხოვრობდა. მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება.

გარდაცვლილის მამიდა ამბობს, რომ ცხედარს აღენიშნება თვალის და ტუჩის დაზიანებები. მისი აზრით, ქალი თვითდაზიანებებს არ მიიყენებდა.

დღის ამბები