07 აგვისტო 2020,   20:13
ვრცლად
ბოჭორიშვილის კლინიკა კიდევ ერთმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა

ბოჭორიშვილის კლინიკა კიდევ ერთმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.

ექიმ-ინფექციონისტის მანანა ხოსიტაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობას 38 პაციენტი განაგრძობს.

მათგან 33 COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევაა. აქედან 11 პაციენტი არასრულწლოვანია.

დღის განმავლობაში კლინიკაში გამოჯანმრთელების კიდევ რამდენიმე შემთხვევას ელოდებიან.  

დღის ამბები