14 ივლისი 2020,   14:25
ვრცლად
ძლიერი წვიმის გამო მაიამიში ქუჩები დაიტბორა

წყალდიდობა ფლორიდის შტატში. ძლიერი წვიმის გამო მაიამის ქუჩები დაიტბორა. სტიქიამ პრობლემა შეუქმნა ტრანსპორტის გადაადგილებას.

დაფიქსირდა ტორნადოც. სინოპტიკოსების პროგნოზით, ძლიერი წვიმა ფლორიდის გარდა მომდევნო დღეებში კაროლინის შტატშიც არის მოსალოდნელი.

დღის ამბები