14 ივლისი 2020,   15:15
ვრცლად
ეკვადორში მოსახლეობა არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას აპროტესტებს

ანტისამთავრობო გამოსვლები ეკვადორში. პროფკავშირები ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ სიტუაციას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეებმა საბურავები დაწვეს და სამართალდამცველებს სხვადასხვა ნივთი ესროლეს.

პანდემიისა და ნავთობზე ფასის დაცემის გამო ეკვადორის შემოსავლები რამდენიმე მილიარდით შემცირდა, რის გამოც მთავრობამ სუბსიდიების შემცირების მიზნით ეკონომიკური ზომები გაატარა, მათ შორის საჯარო სექტორში სამუშაო ადგილები და ანაზღაურება შეამცირა.

დღის ამბები