14 ივლისი 2020,   12:55
ვრცლად
დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ქუთაისში, III ქვეითი ბრიგადის ბაზაზე სამხედრო ღონისძიება გაიმართა - დაჯილდოვდა 60-მდე სამხედრო პირი

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ქუთაისში, III ქვეითი ბრიგადის ბაზაზე სამხედრო ღონისძიება გაიმართა.

ქვედანაყოფის მეთაურმა პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა და დამოუკიდებლობის დღეს მიულოცა.  გაიმართა სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალი. 60-მდე წარჩინებულ სამხედროს უწყებრივი მედლები გადაეცა.

დღესვე გვირგვინით შეამკეს დაღუპულ გმირთა მემორიალი. მესამე ბრიგადის ბაზაზე ქართული წარმოების "დიდგორი" და ჯავშანტექნიკა იყო წარმოდგენილი. ღონისძიებას იმერეთის გუბერნატორი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

დღის ამბები