15 აგვისტო 2020,   03:11
ვრცლად
ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულ ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარეს 2000 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარეს ბათლომე შელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 2000 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა, 1500 ლარიანი გირაოს გადახდა მოუწევს მეორე ბრალდებულს - დათო ღურწკაიას. სასამართლო პროცესი ზუგდიდში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

პროკურატურა ორივე ბრალდებულისთვის 3000 ლარის ოდენობით გირაოს ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

ბათლომე შელია სამოქალაქო აქტივისტ როსტომ ზარანდიას მიმართ ფიზიკურ ძალადობაშია ბრალდებული. საკრებულო ოპოზიციონერი დეპუტატი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და მომხდარს პოლიტიკური მოტივით ხსნით.

დღის ამბები