11 ივლისი 2020,   15:42
ვრცლად
კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა იყო წარმატებული, თუმცა ქვეყანა შიმშილის პირამდე მიიყვანა სახელმწიფომ - რომან გოცირიძე

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ პანდემიის პირობებში მთავრობამ უსუსურად იმოქმედა, რადგან ადამიანები გაღარიბდნენ.

ამის შესახებ რომან გოცირიძემ "დღის კურიერში" სტუმრობისას ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხვალ პარლამენტში პრემიერ-მინისტრთან მწვავე კითხვები ექნება.

რომან გოცირიძე საქართველოში უშუალოდ პანდემიასთან ბრძოლას წარმატებულს უწოდებს, თუმცა ეკონომიკურ კრიზისზე ამახვილებს ყურადღებას.

"პრემიერთან მთავარი კითხვა იქნება ძალიან მარტივი და ელემენტარული - რა დამართეს ქვეყნის ეკონომიკას. ეს არის მხოლოდ პანდემიასთან დაკავშირებული და ბოლო სამი თვის მოვლენებთან. ამ სამი თვის განმავლობაში მთავრობამ ყველაზე უსუსურად იმოქმედა. მთელ მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა საქართველო, რომელმაც ამ უმძიმეს ვითარებაში საკუთარ მოქალაქეს არ გაუწია არცერთი თეთრის დახმარება. რაღაცეებს გვპირდებიან, მწირი პროგრამაა ჩადებული ბიუჯეტში, თუმცა ბიუჯეტიც არ არსებობს და დავიჯეროთ თუ არა ესეც არ ვიცით. საოცრება ხდება. ჩვენზე ღარიბმა ქვეყნებმა შეძლეს ფინანსური დახმარების გაწევა ადამიანებისთვის, ვინც დარჩნენ უმუშევრად. ხოლო საქართველოში საგანგებო მდგომარეობის პირობებში ჩაიკეტნენ სახლში. მთავრობამ ზომები გადაჭარბებულად მიიღო. მოქალაქეებს დღემდე არ მიუღიათ დახმარება.

როდესაც პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მდგრადობის ინდექსზეა საუბარი, სომხეთი გაცილებით წინაა საქართველოზე, იმიტომ, რომ 7 000 შემთხვევას გაუმკლავდა.

საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა იყო წარმატებული და ჯანდაცვის კუთხით საქართველო უკეთეს მდგომარეობაშია, უფრო სწრაფად ჩავკეტეთ და ბევრმა სხვა პირობებმაც იმუშავა. მაგრამ მეორე მხარეა - ქვეყანა შიმშილის პირამდე მიიყვანა სახელმწიფომ. როდესაც ეკონომიკა გაიხსნება, ის შეცდომები, რაც ხელისუფლებამ ჩაიდინა კიდევ უფრო მეტად გამოჩნდება. ქვეყანა გაღარიბდა. ხელისუფლება რასაც ამბობს, ჯერ ხომ არაფერი არ გაკეთებულა.

პირველი რეალური უზრუნველყოფა მოხდა საშემოსავლო გადასახადის კუთხით მინიმალური შეღავათის დაწესება და ეს ალბათ მერე აისახება ბიუჯეტში. პრემიერი მოდის, სამი თვე გადის და ყველაფერი, რასაც იტყვის, რომ გავაკეთებთ, უნდა იყოს უზრუნველყოფილი ფულით და ეს ფულის ხარჯვა უნდა იყოს უზრუნველყოფილი კანონით. რასაც გვაჩვენებდნენ კედლებზე გრაფიკებით, ეს ყველაფერი ორთვიანი ზღაპრები იყო. პრემიერი მოდის ბიუჯეტის გარეშე. არცერთი სიტყვა არ დაეჯერება, იმიტომ, რომ არ ვიცით მართლა გააკეთებს თუ არა.

როგორც კი დაიწყო ეს კარანტინული ზომები, მომენტარულად უნდა ყოფილიყო დახმარება გაწეული. უნდა გაეკეთებინათ ის, რაც სხვებმა გააკეთეს. უმარავი უსარგებლო პროექტი უნდა გაჩერებულიყო. 250 მილიონი საგარეო ვალი აიღო სესხად საქართველოს მთავრობამ შარშან და ნული პროცენტია ათვისება. ანუ ეს ნიშნავს, რომ შენ აიღე ისეთ პროექტში, რომელიც არ იყო სასწრაფო. ახლაცაა უამრავი მეორეხარისხოვანი, კორუფციული პროექტები, როცა ადამიანს შია, გააჩერე რაღაც მშენელობა. მომენტალურად ეს ფული გამოიყენე და მიეცი დახმარების სახით. ტყუილია რომ 350 000 ადამიანს ისინი დაეხმარებიან და 200 მილიონი ლარის კომპენსაციას მისცემენ. არცერთ სიტყვას არ დავუჯერებთ, სანამ არ გვაჩვენებენ ბიუჯეტს. არ იზრუნეს ხალხზე. ყველაზე უსულგულოდ მოიქცნენ მსოფლიოში," - აღნიშნა რომან გოცირიძემ "დღის კურიერში". 

დღის ამბები