15 აგვისტო 2020,   17:47
ვრცლად
ეს არის კორუმპირებული მთავრობა, რომელსაც არავითარი გეგმა არ გააჩნია, როგორ გამოიყვანოს ქვეყანა კრიზისიდან -სერგი კაპანაძე

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" სერგი კაპანაძე "დღის კურიერის" ეთერში აღნიშნავს, რომ მთავრობა კორუმპირებულია და სახელმწიფოს სწორად მართვა არ შეუძლია.

სერგი კაპანაძე აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში კორუფციული სქემები და ტენდერები ძალიან გააქტიურდა.

"ბოლო პერიოდში კორუფციული თემები გააქტიურდა. "ქართული ოცნების " მაღალჩინოსნებმა თავიანთ ოჯახის წევრებზე პირდაპირი შესყიდვის წესით ძალიან ბევრი ფული გასცეს სხვადასხვა არასაჭირო პროექტების განხორციელებაში. "ევროპულმა საქართველომ" რამოდენიმე მათგანი გამოაქვეყნა კიდეც, ვსაუბრობ კონკრეტულ ტენდერებზე.

2019 წელს სესხით მიღებული თანხა მთავრობამ საერთოდ ვერ აითვისა, რომელიც წესით ინფრასტრუქტურულ პროექტებზე უნდა ყოფილიყო გათვლილი. 

მთავრობა თუ სწორად თანხას ვერ ითვისებს, მთავრობა თუ თავის მოვალეობას თავს ვერ ართმევს და გადასახადების შემცირებას არ აპირებს, ამ ყველაფრის პარარელურად კი ხდება ფულის გათეთრება, ეს არ არის მთავრობა და აქ, არანაირი კრიზისმენეჯმენტს ადგილი არ აქვს.

ეს არის პირდაპირ კორუმპირებული მთავრობა, რომელსაც არავითარი ხედვა არ გააჩნია, როგორ გამოიყვანოს ქვეყანა კრიზისიდან,"- განაცხადა სერგი კაპანაძემ "დღის კურიერის" ეთერში.

დღის ამბები