07 აგვისტო 2020,   20:17
ვრცლად
ბორჯომის ცენტრალურ პარკში საუკუნის წინანდელი შენობის რეაბილიტაცია იწყება - ადგილზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იმყოფებოდა

ბორჯომის ცენტრალურ პარკში საუკუნის წინანდელი შენობის რეაბილიტაცია იწყება. ადგილზე დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა იმყოფებოდა.

შენობაში, სადაც 103 კვტ-ნი ჰესი ფუნქციონირებდა, აღდგენის შემდეგ ორი დატვირთვით იმუშავებს. პროექტი შედგენილია და მისი განხორციელება 2022-ის ბოლოს დასრულდება. სავარაუდო ღირებულება 5 მლნს შეადგენს.

"აღდგენის შემდეგ ორი მიმართულებით განახლდება მუშაობა - ერთის მხრივ იქნება მუზეუმი ტურისტებისთვის და მეორეს მხრივ 2 მგვტ ჰესი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ენერგოდამოუკიდებლობის და ტურიზმის განვითარებისთვის"- აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, პირველ ეტაპზე ისტორიული მნიშვნელობის სამუშაოები უნდა დაიწყოს, მოგვიანებით კი ჰიდროელექტროსადგური აღდგეს.

დღის ამბები