07 აგვისტო 2020,   20:19
ვრცლად
არ შეიძლება ჩვენი ეკონომიკა მიბმული გვქონდეს ისეთ ეკონომიკასთან, რომლის ხელისფლებაც არის დამპყრობელი - მამუკა ხაზარაძე

საქართველოს მიერ Газпром-თან ხელშეკრულების გახანგრძლივებას უარყოფითად აფასებს "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი მამუკა ხაზარაძე.

მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ოკუპანტ ქვეყანაზე არ უნდა იყოს მიბმული საქართველოს ეკონიმიკა

"ჩვენ, არ შეიძლება ამ პატარა ქვეყანას, მაგრამ ძალიან დიდი პოტენციალის ქვეყანას, ყოველთვის ორიენტირი გვქონდეს იმ მეზობელზე, რომლესაც დაპყრობილი აქვს ჩვენი ქვეყნის 20%. არ შეიძლება გაფორმდეს რაიმე ხელშეკრულება ამ მეზობელთან, ან მის კომპანიასთან. ეს არის სახელმწიფო კომპანია, რომლის შესახებ ქართველ ხალხს არ ეცოდინება ყველა დეტალი. არ შეიძლება, რომ ჩვენი ეკონომიკა მიბმული გვქონდეს ისეთ ეკონომიკასთან, რომლის ხელისუფლებაც არის ჩვენი ქვეყნის დამპყრობელი," - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

დღის ამბები