07 აგვისტო 2020,   19:37
ვრცლად
ყველა იმედით მოველით, რომ ოქტომბერში ინკლუზიური, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესის მოწმენი გავხდებით - ელენე სანდ ანდრესენი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მილოცვას ავრცელებენ ესპანეთის, ლატვიის, პოლონეთის,ნორვეგიის, თურქეთის, აზერბაიჯანის, ბულგარეთისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები. 

ნორვეგიის საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ელენე სანდ ანდერსენი აცხადებს, რომ საქართველოსა და ნორვეგიის თანამშრომლობა საერთო ღირებულებებს ეფუძნება.

ელენე სანდ ანდერსენი იმედოვნებს, რომ ოქტომბერში სამართლიანი არჩევნები ჩატარდება.

"ჩვენი თანამშრომლობა ეფუძნება საერთო ღირებულებებს და რწმენას, რომ ორივე ქვეყანა თავის საზოგადოებებს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანთა უფლებების პატივისცემაზე დაყრდნობით აშენებს. ჩვენ ყველა იმედით მოველით, რომ ოქტომბერში ინკლუზიური, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესის მოწმენი გავხდებით,"- განაცხადა ელენე სანდ ანდერსენმა.

დღის ამბები