07 აგვისტო 2020,   19:23
ვრცლად
შალვა ნათელაშვილმა დამოუკიდებლობის დღე ილია ჭავჭავაძის ძეგლთან წიწამურთან აღნიშნა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე "ლეიბორისტული" პარტიის ლიდერმა ილია ჭავჭავაძის ძეგლთან, წიწამურთან აღნიშნა. შალვა ნათელაშვილმა პარტიის წევრებთან ერთად მემორიალი გვირგვინით შეამკო.

შალვა ნათელაშვილის თქმით, 102 წლის შემდეგ ქვეყანას დამოუკიდებლობის მოპოვებაზე ზრუნვა  და დაკარგული ტერიტორიების გამო თავიდან უწევს.

"გილოცავთ დღევანდელ დღეს, მაგრამ ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა ჩვენ ხელახლა გაგვიხდა მოსაპოვებელი. 102 წელი გავიდა დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან და ნახევარი საქართველო ტერიტორიულად დავკარგეთ. ჩვენ გარშემორტყმული ვართ მტრული პოლიტიკური ელიტებით,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები