13 ივლისი 2020,   09:46
ვრცლად
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის დასრულების შემდეგ საქართველოს თავმჯდომარეობის სიმბოლური საჩუქარი გადაეცა

2020 წლის 27 მაისს, ვიდეო კონფერენციის ფორმატში გაიმართა ევროპის საბჭოს მინიტრთა კომიტეტის პირველი სხდომა საბერძნეთის თავმჯდომარეობით.

აღნიშნულ სხდომაზე, არსებული პრაქტიკის თანახმად,  წინა თავმჯდომარე სახელმწიფოს ელჩს - ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, ირაკლი გივიაშვილის ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის სამახსოვრო საჩუქარი - ზარი გადაეცა. დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე სხდომის დაწყების შესახებ მონაწილეებს ზარის დარეკვით ამცნობს, რაც ამ საჩუქარს შესაბამის სიმბოლურ დატვირთვას სძენს.

აღნიშნული სამახსოვრო საჩუქარის საქართველოსათვის გადმოცემა მოხდა ევროპის საბჭოში საბერძნეთის ელჩის მიერ, რომელმაც თავის გამოსვლაში ისაუბრა საქართველოს თავმჯდომარეობაზე, რომელიც ორგანიზაციაში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების 20 წლისთავს დაემთხვა. საბერძნეთის ელჩმა, მადლობა გადაუხადეს ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს ირაკლი გივიაშვილს, მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობის 6-თვიან პერიოდში გაწეული უაღრესად ნაყოფიერი მუშაობისა და მიღწეული შედეგებისათვის.

თავის მხრივ, სხდომაზე, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა მადლობა გადაუხადა კოლეგებს მტკიცე მხარდაჭერისათვის, ხოლო მინისტრთა კომიტეტის სამდივნოსა და ორგანიზაციის სხვადასხვა სტრუქტურებს შესანიშნავი თანამშრომლობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს თავმჯდომარეობის წარმატებაში.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობის 6-თვიან პერიოდში, 2019 წლის 27 ნოემბრიდან 2020 წლის 15 მაისამდე, ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი უძღვებოდა მინისტრთა კომიტეტის ყოველკვირეულ სხდომებს, რომელთა ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება მოხდა.

დღის ამბები