13 ივლისი 2020,   09:15
ვრცლად
ხმაური ქარელის საკრებულოს სხდომაზე - რუისის წარმომადგენლები მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემას აპროტესტებდნენ

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დღეს ხმაური იყო.

სოფელ რუისის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები აპროტესტებდნენ სხდომაზე განსახილველ საკითხს "ქარელის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის შესახებ".

მიწის ამ ფართობს ადგილობრივი მოსახლეობა განიხილავს როგორც სპორტული კომპლექსის მშენებლობისთვის საჭირო ტერიტორიას.

საკითხზე წლებია დავა მიდის. გაიმართა არაერთი სასამართლო პროცსი.

ქარელის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე რუისელების მოთხოვნას არ ეთანხმება და ამბობს, რომ ამ ფართობზე არა სპორტული მოედანი, არამედ ნაგავსაყარი და საძოვარია და ტერიტორიის განვითარებისთვის სხვა მოქმედებებია საჭირო.

დღის ამბები