13 ივლისი 2020,   09:19
ვრცლად
სომხეთმა ერთ მილიონ მოსახლეზე კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევებით ირანსა და საფრანგეთს გადაუსწრო - ნიკოლ ფაშინიანი

საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებში, ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით მზარდია სტატისტიკაა. რუსეთი კორონავირუსის მსოფლიო რუქაზე თითქმის 388 ათასი შემთხვევით მესამე ადგილზეა. 

ამ დრომდე ინფიცირების 162 ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი თურქეთში. აზერბაიჯანში ეს მაჩვენებელი 5 ათას აღწევს. რაც შეეხება მეზობელ სომხეთს, ქვეყნის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი სტატისტიკას შემაშფოთებელს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს ტემპი თუ გაგრძელდა, სომხეთი ერთ მილიონ მოსახლეზე ინფიცირების შემთხვევებით იტალიის დონეს მიაღწევს. ქვეყანაში 9 ათასამდე ინფიცირებულია.

"სომხეთმა ერთ მილიონ მოსახლეზე კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით ირანსა და საფრანგეთს გადაუსწრო და თითქმის რუსეთის მაჩვენებელს მიუახლოვდა. თუ ეს ტემპები გაგრძელდება, სომხეთი ერთ მილიონ ადამიანზე ინფიცირებულთა რაოდენობით იტალიის დონეს მიაღწევს. სტატისტიკის ზრდა მოსახლეობის დაბალ პასუხისმგებლობას უკავშირდება. მოვუწოდებ მოქალაქეებს პირბადეების ტარებისკენ, ხელების დეზინფექციისა და სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდა,"- აცხადებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

დღის ამბები