14 ივლისი 2020,   14:40
ვრცლად
ჩატარდება თუ არა არჩევნები 120/30-ზე წესით - ცვლილებებზე მუშაობა მომავალი კვირიდან უნდა დაიწყოს ოპოზიციის მხარდაჭერის პირობა კი უცვლელია

120/30 - ჩატარდება თუ არა არჩევნები ახალი წესით? საარჩევნო კოდექსის შეცვლა მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, თუ პარლამენტი საბოლოოდ დაამტკიცებს ახალ საარჩევნო სისტემას. საკონსტიტუციო ცვლილებებზე პარლამენტმა მუშაობა მომავალი კვირიდან უნდა დაიწყოს. თუკი პირველი საკითხი კენჭისყრაზე ჩავარდება, მეორეც ავტომატურად კარგავს აზრს და შემდეგ უკვე, ძნელი წარმოსადგენი ხდება 2020 წლის არჩევნების ბედიც.

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს,რომ თუ 8 მარტის შეთანხმება სრულად არ შესრულდება, ნაციონალური მოძრაობა ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს:

"თუკი არ იქნება შესრულებული ის პირობა, რომელიც აღებული იქნა 8 მარტს, საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" მხარს ვერ დაუჭერს, ანუ თუ არ იქნება მესამე პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლებული ჩვენ სამწუხაროდ მხარს ვერ დავუჭერთ საკონსტიტუციო ცვლილებებს," - განაცხადა ნიკა მელიამ

"ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ქართულ ოცნებას პირობის შესრულება მაინც მოუწევს:

"არცერთ შემთხვევაში უკან დახევას არ ვაპირებთ, შეთანხმება, რომელსაც ხელი მოვაწერე მე პირადად, ვაპირებ შეთანხმების ყველა კომპონენტის ერთგული ვიყო და აუცილებლად შესრულდეს. ამიტომ რურუა უნდა გათავისუფლდეს და საარჩევნო ცვლილებები უნდა  მოხდეს. რაც არ უნდა იჭიდაოს ქართულმა ოცნებამ ეს ასე მოხდება," - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები