14 ივლისი 2020,   14:48
ვრცლად
პირველად სიმპტომები მედიკოსის მამას გამოუვლინდა - ახალი დეტალები ე.წ საბურთალოს კლასტერზე

ე,წ საბურთალოს კლასტერთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი, მეზობლების ინფორმაციით, პირველად კორონავირუსის სიმპტომები მედიკოსის მამას გამოუვლინდა და მას სიცხე და სისუსტე ჰქონდა.

"კი ექთანია, სად მუშაობს მართლა არ ვიცით, პირველწყარო ჩვენ როგორც ვიცით იყო მამაკაცი, პირველად ეგ ადამიანი გახდა ცუდად, თქვეს, რომ სიცხე ჰქონდა და სისუსტე,"- აცხადებს მეზობელი.

საბურთალოზე არსებულ კორპუსში ეპიდემიოლოგები მუშაობენ, მათი თქმით მიმდინარეობს პირდაპირი კონტაქტების კვლევა. ადგილზე მივიდნენ ლუგარის ცენტრის თანამშრომლებიც სპეციალური აღჭურვილობით და ისინი სავარაუდოდ საეჭვო პაციენტებს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ.

დღის ამბები