14 ივლისი 2020,   14:50
ვრცლად
დიდ დიღომში მოსახლეობა მშენებარე კორპუსის დაუსრულებლობას აპროტესტებს

დიდ დიღომში, 4 ათასი მესხის სახელობის ქუჩის მოსახლეობა მშენებარე კორპუსის დაუსრულებლობას აპროტესტებს.

მშენებლობას შპს "ეტელტა" დეველოპმენტი ახორციელებს. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, კორპუსი თავიდან 2017 წლის მაისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა კომპანიის წარმომადგენლებმა დრო 2018 წლის სექტემბრამდე გადაწიეს.

მოსახლეობის თქმით, კორპუსში არ არის საცხოვრებელი პირობები, არის კომუნიკაციების პრობლემა და არ არის დაცული უსაფრთხოების ნორმები. "კურიერი" შეეცადა სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს გიორგი გიგინეიშვილსა და აკაკი შეყილაძეს დაკავშირებოდა, თუმცა არცერთი მათგანი "კურიერის" ზარს არ პასუხობს.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ადვოკატის დახმარების შემდეგ, მხოლოდ რამდენიმე პრობლემა მოგვარდა.

დღის ამბები