14 ივლისი 2020,   14:41
ვრცლად
ე.წ საბურთალოს კლასტერის კორპუსიდან სპეციალისტებმა კიდევ 2 ადამიანი გადაიყვანეს

საბურთალოზე არსებულ კორპუსიდან, სადაც ერთ-ერთი ოჯახის რამდენიმე წევრს და მათ კონტაქტებს კორონავირუსი გამოუვლინდათ, ლუგარის ცენტრის თანამშრომლებმა სამედიცინო დაწესებულებაში კიდევ 2 ადამიანი გადაიყვანეს.

სპეციალისტები ადგილზე სპეციალური აღჭურვილობით მივიდნენ.  დამატებითი დეტალები ჯერჯერობით, ცნობილი არაა.

ამ ეტაპზე ეპიდემიოლოგების მიერ კვლავ მიმდინარეობს კორპუსის მაცხოვრებლების ტესტირება.

დღის ამბები