14 ივლისი 2020,   15:19
ვრცლად
ღვთისმშობლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარს მიტროპოლიტმა გრიგოლმა წირვის ჩატარება აუკრძალა

ბალდას ღვთისმშობლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარს მამა ათინოგენს ჭყონდიდის მიტროპოლიტმა გრიგოლმა წირვის ჩატარება აუკრძალა.

მიზეზებზე არქიმანდრიტი ათინოგენი საუბრობს და აცხადებს, რომ ის ლოცვებში პატრიარქს არ იხსენიებდა, რაც მისი ინფორმაციით, გრიგოლ კაციას გადაწყვეტილების მიზეზი გახდა.

როგორც სასულიერო პირი "კურიერთან" ჰყვება, მან გიორგობის დღესასწაულის შემდეგ მიტროპოლიტის ახსნა-განმარტებითი ბარათი გადასცა, სადაც მისი ქმედების მიზეზებზე დეტალურად საუბრობს. ორი დღის წინ კი მიტროპოლიტმა დაიბარა და უთხრა, რომ წირვა აღარ ჩაეტარებინა.

მისივე ინფორმაციით, სავარაუდოდ, მის საკითხს საპატრიარქოს კომისია განიხილავს, რის შედეგად გადაწყდება, შეუწყდება თუ არა მღვდელმსახურების უფლება.

"მე ვერ მოვიხსენიე, რადგან მოხსენიება ლოცვაა და ეს ვერ შევძელი. იმიტომ, რომ იმ პატივით მოხსენიება იმ ადამიანის არ შემეძლო. ამ ადამიანს მეუფემ რადგან ეს ბრალდება წაუყენა, თუმცა სინოდმა არ მიიღოო. წმინდა გიორგობის დღესასწაულის შემდეგ ვერ ვქენი ეს ყველაფერი. მივედი ვუთხარი, რომ ასეთი არის. ორი დღის წინ მითხრეს, რომ არ ჩაატარო წირვაო და მეც მოხსენებითი ბარათი დავწერე,"- განაცხადა არქიმანდრიტმა ანთინოგენმა.

დღის ამბები