13 ივლისი 2020,   15:36
ვრცლად
ქუთაისის ცენტრში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია

ქუთაისის ცენტრში მამაკაცი დააკავეს. დაკავება ქალაქის ცენტრალურ მოედანზე რამდენიმე საათის წინ მოხდა.

თვითმხილველების თქმით,  მამაკაცი ავტომობილში ტელეფონზე საუბრობდა, გააჩერა პოლიციამ, რა დროსაც მოქალაქე ავტომობილიდან გადმოხტა, ჩხუბი დაიწყო და  სამართალდამცველებს წინაადეგობა გაუწია. 

დაკავების დროს ძირს დაეცა და დაზიანება მიიღო.  სავარაუდოდ, მამაკაცი  არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქე  ადმინისტრაციული წესით 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

დღის ამბები