15 აგვისტო 2020,   02:17
ვრცლად
"პატარა ხოჭოს" ისტორია - ელენე სებისკვერაძემ 1 წუთიან ანიმაციაში მთელი ცხოვრება ჩაატია

"პატარა ხოჭოს" ისტორია და 1 წუთში ჩატეული სათქმელი - ამერიკა, ხორვატია და ბულგარეთი, სამივე ქვეყანაში ელენე სებისკვერაძის ერთწუთიანი ანიმაციური ფილმი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა. ნამუშევარი უკვე დევს ონლაინსივრცეში და მისი ნახვა მაყურებელს შეუძლია.

"ძალიან მარტივი და ამავდროულად ძალიან რთული ამბავი" - ასე დაახასიათეს ერთ-ერთ ფესტივალზე ანიმაცია. ეს არის მებრძოლი ხოჭოს ისტორია, რომელიც საოცნებო გარემოს საკუთარ თავში ატარებს და გადარჩენისთვის იბრძვის.

27 წლის ელენე სებისკვერაძე პროფესიით არქიტექტორია, სწორედ ეს დაეხმარა სივრცითი ხედვის ჩამოყალიბებაში, რაც ანიმაციის კეთების დროს ძალიან მნიშვნელოვანია. ვინაიდან ის ხელოვნების თითქმის ყველა დარგს აერთიანებს. ფილმის იდეის ავტორი, რეჟისორი, სცენარისტიც და მხატვარიც ელენეა.

თითოეულ მათგანს ფირზე აღბეჭდავდა და შემდეგ დეტალურად სწავლობდა სიარულსა და მოძრაობებს, მანერებს. ხოჭოებისთვის დამახასიათებელ და მნიშვნელოვან თვისებებს. 

"პატარა ხოჭოს" ძალიან რთული და ამავე დროს მარტივი ამბავი გაგრძელდება. ელენე ანიმაციის მეორე ნაწილის გადაღებასაც გეგმავს. მთავარი გმირი იქ უკვე ახალი უნარებით დაგვიბრუნდება. გადარჩენილი და გამარჯვებული. მანამდე კიდევ ერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმის პროექტს ამუშავებს. მაყურებელს კი ძალიან საინტერესო 1 წუთიანი ანიმაცია ელოდება გასააზრებლად და მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული პარალელებისთვის. 

 

ავტორი: სალომე თარხნიშვილი

დღის ამბები