13 ივლისი 2020,   09:24
ვრცლად
UFC-ს საუკეთესო მებრძოლმა ჯონ ჯონსმა ტიტულის დათმობა და ორგანიზაციის დატოვება გადაწყვიტა

UFC-ს საუკეთესო მებრძოლმა ჯონ ჯონსმა, ხელმძღვანელობასთან რამდენიმე დღიანი დავის შემდეგ, ტიტულის დათმობა და ორგანიზაციის დატოვება გადაწყვიტა.

ჯონსსა და ორგანიზაციის პრეზიდენტს დენა უაითს შორის კონფლიქტი სოციალურ ქსელში დაიწყო. მიზეზი სპორტსმენის ჰონორარია, რომლის გაზრდასაც ჯონსი მოითხოვდა.

საერთო რეიტინგის პირველი ნომრის შემოსავალი ბევრად ჩამოუვარდება ხაბიბის, ან მაკგრეგორის შემოსავალს.

ჯონსმა მძიმე წონაში გადასვლა და ფრენსის ნგანუსთან ჩხუბი გადაწყვიტა. ამისთვის კი მან დამატებითი ჰონორარი მოითხოვა რაზეც UFC-ს ხელმძღვანელებისგან უარი მიიღო.

 

დღის ამბები